Valvoline Zerex Asian Vehicle Red, ანტიფრიზის კონცენტრატი

ეს არის Valvoline-ის (ვალვოლაინი) წითელი, სილიკატის გარეშე, ფოსფატიანი HOAT ანტიფრიზი იმ მანქანებისთვის, რომელთა ქარხნული სითხეც ვარდისფერი ან წითელია, ანუ პირველ რიგში Toyota, Lexus და Scion. კანისტრაზეც ზუსტად ეს სამი სახელი წერია. პროდუქტი კონცენტრატია და ჩასხმამდე გაზავებას საჭიროებს.

Valvoline Zerex Asian Red ანტიფრიზის კონცენტრატი, კანისტრის წინა მხარე

ფოტოები მწარმოებლის ოფიციალური მასალებიდანაა.

ვისთვისაა წითელი

თუ თქვენს გამაფართოებელ ბაკში ვარდისფერი ან წითელი სითხე დგას, თქვენი პროდუქტი ესაა. პრაქტიკაში ეს ნიშნავს Toyota-ს, Lexus-სა და Scion-ს, მათ შორის ჰიბრიდულ მოდელებს: Prius, Aqua, Camry Hybrid, Corolla Hybrid, C-HR, RAV4, Alphard, Harrier, Lexus RX 450h, NX 300h, CT 200h.

Toyota-ს ჰიბრიდებს ორი გამაგრილებელი კონტური აქვთ, ძრავისა და ინვერტორის, და ორივესთვის ერთი და იგივე ვარდისფერი ტიპია განსაზღვრული.

თუ ბაკში ცისფერი სითხეა, თქვენი პროდუქტი Zerex Asian Blue-ია, თუ მწვანე, მაშინ Zerex Asian Green.

რით განსხვავდება ცისფერისგან

ქიმიით თითქმის არაფრით. სამივე პატენტირებული ფორმულაა (US 5,454,967), სამივე ფოსფატიანი HOAT-ია ეთილენგლიკოლის ბაზაზე და სამივე ტექნიკურ ფურცელში პირდაპირ წერია, რომ არ შეიცავს სილიკატებს, ბორატებს, 2-EHA-ს, ამინებსა და ნიტრიტებს.

განსხვავება ისაა, თუ რომელი ავტომწარმოებლის ქარხნულ ფერს ემთხვევა. ცისფერი სუბარუსთვის, ჰონდასთვის და ცისფერსითხიანი ნისანისთვისაა, მწვანე ჰიუნდაისთვის, კიასთვის, მაზდასა და მიცუბიშისთვის, წითელი კი Toyota-ს, Lexus-ისა და Scion-ისთვის.

ლაბორატორიული შედეგებიც ერთი და იგივეა: ალუმინის ტუმბოს კავიტაციის ტესტში 10 ქულა 8-ის ნორმაზე, ცხელი ზედაპირის კოროზიაზე 0.1 მგ/სმ²/კვირა 1.0-ის ნაცვლად და ალუმინის წონის დანაკარგი 0 მგ ASTM D1384-ში.

კონცენტრატი, ანუ თქვენ წყვეტთ დაცვის დონეს

წითელიც კონცენტრატია, ისევე როგორც ცისფერი. ერთი კანისტრა, 1 გალონი (3.78 ლ) კონცენტრატი, 50/50 გაზავებისას 7.5 ლიტრ მზა სითხეს იძლევა, რაც Prius-ის, Aqua-სა და უმეტესი ტოიოტას სრულ შევსებას ფარავს.

გაზავების წესი იგივეა: სუფთა ჭურჭელში ჯერ კონცენტრატი, მერე წყალი, კარგად აურიეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაასხით. სუფთა კონცენტრატი პირდაპირ სისტემაში არასდროს ჩაასხათ.

ზუსტი პროპორციისთვის იხილეთ ჩვენი გაზავების კალკულატორი.

პროდუქტის ფოტოები

გაზავების ცხრილი

ანტიფრიზი 50% გაყინვა −36 °C დუღილი 128 °C სტანდარტი, ქარხნული შევსების ეკვივალენტი

ანტიფრიზიგაყინვა

ანტიფრიზიწყალიგაყინვადუღილიროდის
33%67%≈ −18 °C≈ 125 °Cყველაზე სუსტი გაზავება, თბილი ზამთრისთვის
40%60%−24 °C126 °Cმწარმოებლის ცხრილის მინიმუმი
50%50%−36 °C128 °Cსტანდარტი, ქარხნული შევსების ეკვივალენტი
60%40%−48 °C133 °Cმაღალმთიანეთი, ბაკურიანი, გუდაური
70%30%−67 °C135 °Cმაქსიმალური დაცვა, მეტი აღარ სჯობს

33 პროცენტიანი გაზავება მწარმოებლის ცხრილში არ არის და ეთილენგლიკოლის ზოგადი მრუდიდანაა აღებული. დანარჩენი სტრიქონები ოფიციალური ტექნიკური ფურცლიდანაა. 40 პროცენტზე დაბლა ინჰიბიტორების კონცენტრაციაც ეცემა, ამიტომ 33 პროცენტი მხოლოდ თბილი ზამთრისთვისაა.

ტექნიკური მონაცემები

პროდუქტის კოდი910234
ფერიRed / წითელი
ბაზაეთილენგლიკოლი
ტექნოლოგიაHOAT, ფოსფატირებული ორგანული მჟავა
გლიკოლი91.0 mass %
კოროზიის ინჰიბიტორები7.0 mass %
წყალი2.0 mass %
pH (50% ხსნარი)8.4
სარეზერვო ტუტიანობა (RA)12
ხვედრითი წონა 60/60 °F1.1450
აალების ტემპერატურა121 °C (250 °F)
სილიციუმი (Si)< 10 ppm
ბორატები (B)< 10 ppm
ქლორიდი< 10 ppm
ნაცრიანობა< 5 mass %
დუღილი, სუფთა კონცენტრატი175 °C (347 °F)
შენახვის ვადა5 წელი

რას არ შეიცავს და რატომ აქვს ამას მნიშვნელობა

ლაბორატორიული ტესტების შედეგები

ალუმინის ტუმბოს კავიტაცია (ASTM D2809, 100 სთ)

ნორმა
მინიმუმი 8 ქულა
ფაქტი
10, უმაღლესი შესაძლო შედეგი

10 ნიშნავს „უნაკლოს“, 1 კი „გახვრეტილს“. წყლის ტუმბოს გადარჩენის პირდაპირი მაჩვენებელია.

ცხელი ზედაპირის კოროზია ალუმინზე (ASTM D4340)

ნორმა
მაქსიმუმ 1.0 მგ/სმ²/კვირა
ფაქტი
0.1 მგ/სმ²/კვირა, ნორმაზე ათჯერ უკეთესი

ეს ტესტი ალუმინის თავს ყველაზე ცხელ წერტილში ამოწმებს, ზუსტად იქ, სადაც ბოქსერისა და ალუმინის ძრავები კვდებიან.

ალუმინის ზედაპირის რეპასივაცია

ნორმა
> −400 mV
ფაქტი
+447 mV

ნიშნავს, რომ დაზიანებულ ალუმინის ზედაპირზე დამცავი ფენა თავად აღდგება.

ქაფწარმოქმნა (ASTM D1881)

ნორმა
მაქსიმუმ 150 მლ
ფაქტი
80 მლ

ქაფი ჰაერის ბუშტია, ბუშტი კი სითბოს არ ატარებს და ტუმბოს ჰაერზე ატრიალებს.

OEM

ყველა ტექნიკური ციფრი აღებულია Valvoline-ის ოფიციალური ტექნიკური ფურცლიდან. ოფიციალური ტექნიკური ფურცელი (PDF) · მწარმოებლის გვერდი

ხშირად დასმული კითხვები

წითელი, ცისფერი და მწვანე ერთმანეთში შემიძლია ავურიო?
არ გირჩევთ. სამივე აზიური HOAT-ია, მაგრამ სამი სხვადასხვა პროდუქტია და შერევის შემდეგ ვეღარასდროს გაარკვევთ, რა არის სისტემაში. აირჩიეთ ის, რომელიც თქვენი მანქანის ქარხნულ ფერს ემთხვევა.
ჩემს Prius-ში ვარდისფერი სითხეა. წითელი პირდაპირ დავამატო?
თუ სისტემაში ტოიოტას ქარხნული ვარდისფერი SLLC დგას და დონე დაეცა, წითელი იმავე ოჯახის სითხეა და დამატება გონივრულია. სწორი გზა მაინც სრული გამორეცხვაა, თუ სითხეს ხუთ წელზე მეტი აქვს.
ორიგინალია?
დიახ, პროდუქტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოგვაქვს. კანისტრის კოდი 910234 და ეტიკეტი Valvoline-ის ოფიციალურ ტექნიკურ ფურცელს შეესაბამება, რომელზეც ბმული ამ გვერდზეა.
შეამოწმე ხელმისაწვდომობა