ხშირად დასმული კითხვები
თუ თქვენს კითხვას აქ პასუხს ვერ პოულობთ, დაგვირეკეთ +995 595 11 46 00. სიამოვნებით გიპასუხებთ მაშინაც, თუ საბოლოოდ არაფერს იყიდით.
ხშირად დასმული კითხვები
ტოსოლი და ანტიფრიზი ერთი და იგივეა?
ხალხურად ორივეს ერთსა და იმავეს ეძახიან, მაგრამ „ტოსოლი“ საბჭოთა დროის კონკრეტული, სილიკატიანი მწვანე ან ლურჯი სითხის სახელია. Valvoline Zerex Asian სულ სხვა თაობის პროდუქტია, HOAT ტიპის, სილიკატის გარეშე. თუ თქვენს მანქანაში ტოსოლი დგას, ჯერ სისტემა გამორეცხეთ.
ეს კონცენტრატია თუ მზა სითხე?
კონცენტრატია. ჩასხმამდე გაზავებას საჭიროებს, ჩვეულებრივ 50/50 პროპორციით.
რომელი ფერი მჭირდება, ცისფერი, მწვანე თუ წითელი?
შეხედეთ, რა ფერია გამაფართოებელ ბაკში. ცისფერი ნიშნავს Valvoline Zerex Asian Blue-ს, მწვანე Valvoline Zerex Asian Green-ს, ვარდისფერი ან წითელი კი Valvoline Zerex Asian Red-ს. პრაქტიკულად: Subaru, Honda და Acura ცისფერზეა, Hyundai, Kia, Mazda და Mitsubishi მწვანეზე, Toyota, Lexus და Scion კი წითელზე. Nissan-ს ქარხნიდან ორივე ფერი ჰქონდა, ამიტომ იქ ბაკს უნდა შეხედოთ.
რამდენი ხანი ძლებს?
ტექნიკური ფურცლის მიხედვით 5 წელი ან 240 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება. ეს იმ პირობით, რომ სუფთა სისტემაში ჩაისხა და სხვა სითხე არ შერეულა.
რას არ შეიცავს?
სილიკატებს, ბორატებს, 2-EHA-ს, ამინებსა და ნიტრიტებს. სილიციუმის შემცველობა 10 ppm-ზე ნაკლებია, მაშინ როცა JIS K 2234 ნორმა 250 ppm-ს უშვებს.
რა პროპორციით გავაზავო?
საქართველოს დაბლობში 50/50, რაც −36 °C-მდე იცავს. მაღალმთიანეთში 60/40, რაც −48 °C-ს იძლევა. თბილი ზამთრისთვის საკმარისია 33/67, რაც დაახლოებით −18 °C-ს იძლევა.
რომელი წყალი გამოვიყენო?
გამოხდილი წყალი ჯობია. მწარმოებელი სუფთა ონკანის წყალსაც უშვებს, რადგან პროდუქტი მაგარ წყალთან თავსებადია. მინერალური და წყაროს წყალი არ გამოდგება.
წყალი შემიძლია ჩავასხა ანტიფრიზის ნაცვლად?
ზაფხულში ერთი დღით სუფთა წყალი ავარიულ ვარიანტად გამოდგება, მაგრამ ის 100 °C-ზე დუღს, ზამთარში იყინება და კოროზიისგან საერთოდ არ იცავს. ეს გამოსავალი მხოლოდ ხელოსანთან მისასვლელადაა.
ძველ სითხეს შემიძლია დავამატო?
თუ სისტემაში იმავე ტიპისა და ფერის სითხეა, დამატება გონივრულია. თუ სხვა ფერია ან არ იცით, რა დგას, სწორი გზა სრული გამორეცხვაა. გადაუდებელ შემთხვევაში დამატება დაბალ დონეზე სიარულს ჯობია.
რამდენი დამჭირდება?
ერთი კანისტრა 50/50-ზე 7.5 ლიტრ მზა სითხეს იძლევა. უმეტესი იაპონური მანქანის სისტემა 4-დან 8 ლიტრამდეა, ანუ ერთი კანისტრა ჩვეულებრივ საკმარისია. დიდ SUV-ზე ან სრულ გამორეცხვაზე აიღეთ ორი.
რა ღირს ანტიფრიზი და სად შემიძლია ვიყიდო თბილისში?
230 ლარი ერთი კანისტრა, 1 გალონი (3.78 ლ) კონცენტრატი. აღება შეგიძლიათ მისამართზე ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 151, თბილისი, წინასწარი დარეკვით ნომერზე +995 595 11 46 00. მიწოდება მთელ საქართველოშია.
როგორ ვიხდი და როდის გადავრიცხო თანხა?
გადარიცხვით თიბისი ბანკის ან საქართველოს ბანკის ანგარიშზე. ანგარიშის ნომერს დადასტურების შემდეგ გიგზავნით და თანხა მხოლოდ მას შემდეგ გადმორიცხეთ, რაც ხელმისაწვდომობას დავადასტურებთ.
მიწოდება რეგიონებშიც გაქვთ?
დიახ, მთელ საქართველოში. ტრანსპორტირების ხარჯს მყიდველი ფარავს და ზუსტ თანხას შეკვეთისას გეტყვით.
ორიგინალია?
დიახ, პროდუქტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოგვაქვს. კანისტრის კოდი და ეტიკეტი Valvoline-ის ოფიციალურ ტექნიკურ ფურცელს შეესაბამება, რომელზეც ბმული პროდუქტის გვერდზეა.
ჩემი მანქანა ჰიბრიდია. რომელი ავიღო?
იგივე წესი მოქმედებს: ტოიოტასა და ლექსუსის ჰიბრიდებზე წითელი, ჰონდას ჰიბრიდებზე ცისფერი, ჰიუნდაისა და კიას ჰიბრიდებზე კი მწვანე. ჰიბრიდს ორი კონტური აქვს, ძრავისა და ინვერტორის, და ორივესთვის ერთი და იგივე ტიპია განსაზღვრული. ინვერტორის კონტურის მომსახურება სპეციალისტს მიანდეთ.
ევროპულ მანქანაზე გამოდგება?
აზიური Zerex არა, ის აზიური სპეციფიკაციებისთვისაა. ევროპული მანქანისთვის გვაქვს Zerex G48: ფურცლის მიხედვით დამტკიცებულია BMW GS 94000-ზე, ფოლცვაგენის ჯგუფის TL-774-C-ზე, Mini-ზე და 2015 წლამდე Volvo-ზე, კანისტრაზე Mercedes-Benz-იც წერია. თუ მანქანას G12++ ან G13 სჭირდება, ჩვენი პროდუქტები მისთვის არ არის და ამას პირდაპირ გეტყვით.
ტესლასთვის ანტიფრიზი გაქვთ?
დიახ, Valvoline Zerex G48. ტესლას ყველა მოდელი G-48 ტიპის, ფოსფატისა და ნიტრატის გარეშე ეთილენგლიკოლის სითხეს იყენებს, G48 კი Valvoline-ის ოფიციალურ ფურცელში Tesla-ს სპეციფიკაციას აკმაყოფილებს. კონცენტრატია, ტესლასთვის ზუსტად 50/50-ზე ზავდება გამოხდილი წყლით. ევროპაში იგივე ტიპი Valvoline OEM Advanced 48-ის (OE48) სახელით იყიდება.
მძიმე დიზელზე?
პროდუქტი ნიტრიტების გარეშეა და მსუბუქი ავტომობილებისთვისაა. თუ სახელმძღვანელო სველი გილზების კავიტაციის დაცვას ითხოვს, დაგვირეკეთ შეკვეთამდე.
ცისფერი, მწვანე და წითელი ერთმანეთში შეიძლება?
არ გირჩევთ. სამივე აზიური HOAT-ია და ქიმია პრაქტიკულად ერთი აქვთ, მაგრამ სამი სხვადასხვა პროდუქტია და შერევის შემდეგ ვეღარასდროს გაარკვევთ, რა დგას სისტემაში.