ანტიფრიზი Lexus-ისთვის
Lexus RX, NX, ES, GS და ჰიბრიდული RX 400h და RX 450h ტოიოტას პლატფორმებია და გამაგრილებელი სისტემის მოთხოვნაც იგივე აქვთ: ვარდისფერი SLLC. სწორედ ამიტომ არის თქვენი პროდუქტი Valvoline Zerex Asian Red, რომლის კანისტრაზეც Lexus პირდაპირ წერია.

ფოტოები მწარმოებლის ოფიციალური მასალებიდანაა.
ჰიბრიდული Lexus და ინვერტორის კონტური
RX 400h, RX 450h, NX 300h და CT 200h ორი გამაგრილებელი კონტურით მუშაობენ: ერთი ძრავისთვის, მეორე ინვერტორისა და დენის მართვის ბლოკისთვის. ინვერტორის კონტურის სითხე ხშირად წლების განმავლობაში არავის შეუცვლია, რადგან უბრალოდ არ იციან, რომ ის არსებობს.
ორივე კონტურისთვის ტოიოტა ვარდისფერ SLLC-ს განსაზღვრავს, ანუ ორივეში წითელი ტიპი მიდის. ინვერტორის კონტურის მომსახურება კი დილერს ან ჰიბრიდის სპეციალისტს მიანდეთ, რადგან ჰაერის გამოდევნას იქ ცალკე პროცედურა აქვს.
რას იღებთ ერთ კანისტრაში
Valvoline Zerex Asian Red კონცენტრატია. ერთი კანისტრა, 1 გალონი (3.78 ლ) კონცენტრატი, 50/50 გაზავებისას 7.5 ლიტრ მზა სითხეს იძლევა, რაც უმეტესი ლექსუსის სრულ შევსებას ფარავს.
ტექნიკური ფურცლის მიხედვით სითხე აკმაყოფილებს ASTM D3306-სა და JIS K 2234-ს, რესურსი კი 5 წელი ან 240 000 კმ-ია. ალუმინის ტუმბოს კავიტაციის ტესტში შედეგი 10 ქულაა 8-ის ნორმაზე.