ანტიფრიზი Acura-სთვის

Acura MDX, RDX, TSX და TL ჰონდას პლატფორმებია და გამაგრილებელი სისტემის მოთხოვნაც იგივე აქვთ: ცისფერი, სილიკატის გარეშე, ფოსფატიანი HOAT. Valvoline-ის ტექნიკურ ფურცელში ჩანაწერი პირდაპირ ორივეს მოიცავს, „Honda/Acura“.

ანტიფრიზი Acura-სთვის, Zerex Asian Blue

ფოტოები მწარმოებლის ოფიციალური მასალებიდანაა.

აშშ-იდან ჩამოსული Acura და ერთი ხშირი პრობლემა

საქართველოში ჩამოსული Acura-ების დიდი ნაწილი ამერიკის აუქციონებიდანაა. მათი ნაწილი წლების განმავლობაში ან საერთოდ არ ემსახურებოდა, ან ჩაასხეს ის, რაც ხელთ იყო, ხშირად ნარინჯისფერი Dex-Cool ტიპის ან ყვითელი „უნივერსალური“ სითხე.

თუ ბაკში ფერი ბუნდოვანია, ყავისფერია ან ზედაპირზე რაღაც ცურავს, ეს ინჰიბიტორების ამოწურვის ან ქიმიების შერევის ნიშანია. ასეთ დროს დამატება არაფერს შველის, საჭიროა სრული გამორეცხვა.

V6 ძრავები და ალუმინი

Acura-ს J-სერიის V6 ძრავები მთლიანად ალუმინისაა და ორი ცილინდრის თავი აქვთ, ანუ ორჯერ მეტი შუასადები და ორჯერ მეტი გამაგრილებელი არხი, ვიდრე რიგით ოთხცილინდრიანში.

ალუმინის დაცვის მაჩვენებლები Zerex Asian Blue-ის ტექნიკურ ფურცელში ასეთია: ASTM D1384 ტესტში ალუმინის წონის დანაკარგი 0 მგ, როცა ნორმა 30 მგ-მდე უშვებს, ხოლო ცხელი ზედაპირის ტესტში (D4340) 0.1 მგ/სმ²/კვირა ნორმის 1.0-ის ნაცვლად.

ხშირად დასმული კითხვები

Acura-სა და Honda-ს ანტიფრიზი განსხვავდება?
არა. Acura ჰონდას პრემიუმ ბრენდია და იმავე ცისფერ Type 2 სპეციფიკაციას იყენებს. მწარმოებლის ფურცელშიც ერთად წერია, „Honda/Acura“.
შეამოწმე ხელმისაწვდომობა