ანტიფრიზი Mazda-სთვის
Mazda პირდაპირ წერია Valvoline-ის ოფიციალურ ტექნიკურ ფურცელში, კანისტრის წინა მხარეს კი ოთხ სახელს შორისაა. მაზდას ქარხნული FL22 მწვანეა და მწვანე ვერსია ზუსტად ამ სისტემისთვისაა.
მაზდას ქარხნული FL22 მწვანეა, ამიტომ აქ მწვანე ვერსიას ვურჩევთ. ახლა ფერიც ემთხვევა და ქიმიაც.

ფოტოები მწარმოებლის ოფიციალური მასალებიდანაა.
Skyactiv ძრავები და მაღალი შეკუმშვა
Skyactiv-G ძრავებს ბენზინისთვის უჩვეულოდ მაღალი შეკუმშვის ხარისხი აქვთ. მაღალი შეკუმშვა ნიშნავს მეტ სითბოს წვის კამერაში და მეტ თერმულ დატვირთვას ალუმინის თავზე, ანუ სწორედ იმ ზონაზე, რომელსაც ASTM D4340 ტესტი ამოწმებს.
ამ ტესტში Zerex Asian Green-ის შედეგია 0.1 მგ/სმ²/კვირა ნორმის 1.0-ის ნაცვლად, ანუ დაშვებულ ზღვარზე ათჯერ ნაკლები დანაკარგი.
ფერზე გულახდილად
ადრე მაზდაზე ცისფერს ვყიდდით და პირდაპირ ვწერდით, რომ ფერი არ დაემთხვეოდა. ახლა მწვანე ვერსიაც გვაქვს, ამიტომ მაზდაზე მწვანეს ვურჩევთ და ფერიც ისეთივე რჩება, როგორიც ქარხნიდან იყო.
ერთი რამ მაინც უცვლელია: FL22 და ჩვენი პროდუქტი ორი სხვადასხვა სითხეა და ერთმანეთში არ უნდა აირიოს. სწორი მიდგომაა სისტემის სრული გამორეცხვა და შემდეგ შევსება, და არა ძველზე დამატება.