ანტიფრიზი Hyundai და Kia-სთვის

აქ ყველაზე ძლიერი ჩანაწერია მთელ ტექნიკურ ფურცელში. სხვა ბრენდებზე Valvoline წერს „აკმაყოფილებს ან აღემატება“, ხოლო Hyundai და Kia-ს MS591-08-ზე პირდაპირ წერია, რომ ეს არის დამტკიცებული ფორმულა. ეს განსხვავებული და უფრო მაღალი ხარისხის განაცხადია. მწვანე კანისტრის წინა მხარეს კი პირველი ორი სახელი სწორედ Hyundai და Kia-ა.

ჰიუნდაისა და კიას ქარხნული MS591-08 სითხე მწვანეა და მწვანე კანისტრის წინა მხარეს ორივე სახელი წერია, ამიტომ აქ მწვანეს ვურჩევთ. თუ თქვენს ბაკში მკაფიოდ ცისფერი სითხეა, აიღეთ Zerex Asian Blue.

ანტიფრიზი Hyundai და Kia-სთვის, Valvoline Zerex Asian Green

ფოტოები მწარმოებლის ოფიციალური მასალებიდანაა.

რა განსხვავებაა „აკმაყოფილებსა“ და „დამტკიცებულს“ შორის

„აკმაყოფილებს ან აღემატება“ ნიშნავს, რომ მწარმოებელმა პროდუქტი ამ ნორმის მოთხოვნებზე შეამოწმა და შედეგებით აცხადებს შესაბამისობას. ეს სრულიად ლეგიტიმური განაცხადია და ინდუსტრიის სტანდარტული პრაქტიკაა.

„დამტკიცებული“ ერთი საფეხურით მაღლაა, რადგან ნიშნავს, რომ ფორმულამ თავად სპეციფიკაციის მფლობელის მიერ კონტროლირებული პროცესი გაიარა. Zerex Asian Green-ის ფურცელში ეს სტატუსი Hyundai და Kia-ს MS591-08-ზეა მითითებული.

ჰიბრიდული Sonata, Ioniq, Niro და Optima

ჰიუნდაისა და კიას ჰიბრიდულ მოდელებს ასევე აქვთ დენის ელექტრონიკის ცალკე გაგრილების კონტური. აქაც იგივე ლოგიკა მოქმედებს, რადგან ვიწრო არხები ნალექს არ პატიობს.

Zerex Asian Green-ის სილიციუმის შემცველობა 10 ppm-ზე ნაკლებია, როცა JIS ნორმა 250 ppm-ს უშვებს, პროდუქტი ბორატის გარეშეა და ფოსფატის დანამატი ნალექისა და კირქვის საწინააღმდეგოდ მუშაობს.

თითოეული კონტურისთვის სპეციფიკაცია მაინც სახელმძღვანელოში გადაამოწმეთ.

ხშირად დასმული კითხვები

ჰიუნდაის ქარხნული სითხე მომწვანოა. მწვანე ვერსია ესაა?
დიახ. ქიმიური ტიპი ემთხვევა, პროდუქტი MS591-08-ზე დამტკიცებულია და ფერიც იმავე ოჯახისაა. ტონი შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს, მაგრამ ეს საღებავის საკითხია და არა ხარისხის. თუ თქვენს ბაკში სითხე მკაფიოდ ცისფერია, მაშინ ცისფერი ვერსია აიღეთ.
შეამოწმე ხელმისაწვდომობა