ანტიფრიზი Mitsubishi-სთვის
Mitsubishi იმ იშვიათ ბრენდებს შორისაა, რომლის კონკრეტული სპეციფიკაციის ნომერიც, ES 64-217, პირდაპირ წერია Zerex-ის ოფიციალურ ტექნიკურ ფურცელში. ეს არ არის ზოგადი „თავსებადი“, ეს დასახელებული ნორმაა. მიცუბიშის ქარხნული სითხე მწვანეა, ამიტომ აქ მწვანე ვერსია გამოდგება.
მიცუბიშის ქარხნული გრძელვადიანი სითხე მწვანეა, ამიტომ აქ მწვანე ვერსიას ვურჩევთ. თუ თქვენს ბაკში ცისფერი სითხე დგას, აიღეთ Zerex Asian Blue.

ფოტოები მწარმოებლის ოფიციალური მასალებიდანაა.
Outlander PHEV და ჰიბრიდის ცალკე კონტურები
Outlander PHEV-ს რამდენიმე დამოუკიდებელი თერმული კონტური აქვს: ძრავის, დენის ელექტრონიკისა და ბატარეის. ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემაში სითხის საერთო მოცულობა ჩვეულებრივ ბენზინის მანქანაზე მეტია და ჩამოსხმა-შევსება უფრო ფრთხილ მიდგომას საჭიროებს.
სანამ ჩაასხამთ, აუცილებლად გადაამოწმეთ სახელმძღვანელოში, თითოეული კონტურისთვის რომელი სპეციფიკაცია წერია. PHEV-ის ბატარეის კონტურს ზოგჯერ განსხვავებული სითხე მოეთხოვება.
ძველი მიცუბიშები და გამორეცხვა
Pajero, Delica, Lancer და Space Wagon საქართველოში ხშირად ისეთ მდგომარეობაშია, რომ სისტემა ათწლეულების განმავლობაში არ გამოურეცხავთ. თუ ბაკში სითხე ყავისფერია ან ნალექი ჩანს, ჯერ სისტემა უნდა გამოირეცხოს სუფთა წყლით და მხოლოდ მერე ჩაასხათ ახალი.
ახალი ანტიფრიზის ჩასხმა ჭუჭყიან სისტემაში ნიშნავს, რომ ინჰიბიტორები დამცავი ფენის შექმნის ნაცვლად ჭუჭყთან ბრძოლას მოხმარდებიან და გაცილებით ადრე ამოიწურებიან.